ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

24 თებერვალი, 2021

პროგრამის ფარგლებში საერთო კრება და კონსულტაცია დღეს 12 სოფელში ჩატარდა.
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე სოფელ სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთისა და გეზრულის მოსახლეობას შეხვდა.
მერმა ადგილობრივებთან სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა.
სოფელ სვერში, თვალუეთსა და ცხრუკვეთში მოსახლეობამ არსებული სარიტუალო დარბაზების დასრულებას დაუჭირეს მხარი. რაც შეეხება გეზრულის მცხოვრებლებს, მათ გამოყოფილი თანხა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისკენ მიმართეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის 812 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის საერთო კრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის 60-ივე სოფელში ჩატარდება.

 

გააზიარე