ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები და კრებების ჩატარება დაიწყო

5 თებერვალი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები და კრებების ჩატარება დაიწყო.

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთისა და გეზრულის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა პრიორიტეტები დაასახელეს. სოფელ სვერის მოსახლეობამ მათთვის გამოყოფილი თანხა ცენტრალურ გზაზე, მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების მოწყობისკენ მიმართა.

სოფელ ცხრუკვეთშიც მოსახლეობამ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით არჩევანი გარე განათების დამონტაჟებაზე შეაჩერა.

სოფელ თვალუეთში მცხოვრებმა ადგილობრივებმა მთავარ პრიორიტეტად სასაფლაოს შემოღობვა დაასახელეს.

სოფელ გეზრულში კი, ადგილობრივებმა პრიორიტეტად ცენტრალური სასაფალოს შემოღობვა მიიჩნიეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში შეხვედრები 5 თებერვლიდან დაიწყო და 12 თებერვალს დასრულდება.

მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები ჩატარდება, შემდეგ კი უშუალოდ პროექტი განხორციელდება.

გააზიარე