ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

24 თებერვალი, 2021

 ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე უძღვებოდა.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით წირქვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში შემდეგი პროექტები განხორციელდება:

სოფელ მღვიმევში სკვერის მოწყობა.
ხალიფაურის მაცხოვრებლებმა გამოყოფილი თანხით სოფლის ცენტრში სპორტული მოედნის გაკეთება მოითხოვეს.
რაც შეეხება ქვედა ჭალოვანს, აქ უმრავლესობამ სანიაღვრე არხის მოწყობას დაუჭირა მხარი.
წირქვალში კი სპორტული მოედნისა და არსებული სარიტუალო დარბაზის მოწყობა გადაწყვიტეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 812 000 ლარი დაიხარჯება.

 

გააზიარე