ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ახალი შენობა ექნება
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ახალი შენობა ექნება.
ქორწინების სახლის შენობის სივრცეში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ტურიზმის სამსახური განთავსდება.
მიმდინარე სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად მოინახულა და პროექტით განსახორციელებელი სამუშაოების მიმდინარეობა განიხილა.
პროექტის ღირებულება- 147928,66 ლარი.
სარემონტო სამუშაოებს ასრულებს -შპს „გოლდ ენდ ბრო“
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1962 წელს დაარსდა. მისი დაარსება ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილმა მდიდარმა არქეოლოგიურმა და ეთნოგრაფიულმა მასალამ განაპირობა. თავდაპირველად მუზეუმი განთავსდა ყოფილი პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის შენობაში,რომელიც 1991 წლის მიწისძვრამ დააზიანა. ამჟამად მუზეუმი ჭიათურის კულტურის ცენტრში,თხელიძის ქუჩაზე მდებარეობს.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია: არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, ფოტო და წერილობითი მასალები, ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.