ჭიათურის სარაგბო კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ჭიათურის სარაგბო კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
ჭიათურის სარაგბო კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელს ემზარ ძაგნიძეს და მორაგბეთა ნაწილს დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე შეხვდა. შეხვედრაზე გუნდის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს.
ემზარ ძაგნიძე ვეტერანი მორაგბეა, წლების განმავლობაში თამაშობდა საქართველოს ნაკრებში და ქუთაისის „აიაში“. მუშაობდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბელარუსის ეროვნულ სარაგბო ნაკრებში, მოსკოვის „სპარტაკში“ და ქუთაისის „აიაში“.
სარაგბო კლუბი „ჭიათურა“ ამჟამად საქარათველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს.