ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის სოფლების წინსოფელის, ჭილოვანისა და სკინდორის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

10 ივლისი, 2024

ჭიათურის სოფლების წინსოფელის, ჭილოვანისა და სკინდორის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მერის მოადგილე დავით ბიწაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მერაბ ჯაოშვილი ადგილზე გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე სამუშაოები სოფელ სკინდორსა და ჭილოვანში დაათვალიერეს, ასევე, მოინახულეს სოფელ წინსოფელში დასრულებული რეზერვუარის მშენებლობა.

პროექტის მიხედვით წინსოფელსა და ჭილოვანში უკვე დასრულებულია მაგისტრალური ქსელის მშენებლობა, სკინდორში კი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

რაც შეეხება რეზერვუარებს, ერთი მათგანი დასრულებულია, ორზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სოფლები 24-საათიანი წყალმომარაგებით ამ დრომდე არასდროს სარგებლობდნენ.

წინსოფელი, ჭილოვანი, სკინდორის 24- საათიანი წყალმომარაგების მიზნით 2 400 000 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

 

გააზიარე