ცხელი ხაზი:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

ჭიათურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრული თანამშრომლობა გრძელდება

6 ოქტომბერი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ირინა პაპიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

გივი მოდებაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა თურმანიძესთან ერთად ხანდაზმულთა კლუბის - „ღირსეული სიბერე“ წევრებს შეხვდა და კლუბის დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქედასა და ჭიათურას შორის უკვე ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ისაუბრა ორ მუნიციპალიტეტს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებზე, ხანდაზმულთა კლუბის როლსა და მის საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ადამიანებს შორის ურთიერთობების გაძლიერებასა და თაობებს შორის კავშირის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

 

გააზიარე