„ჭიათურობა 2025“-ის სამზადისთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ „ჭიათურობა 2025“-ის სამზადისთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
ჭიათურაში ტრადიციული დღესასწაული„ჭიათურობა-2025“ 26 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი. ღონისძების ფარგლებში გაიმართება კონცერტები, კულტურული და სპორტული აქტივობები. იგეგმება საბავშვო გასართობი და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობა, თემატური ინსტალაციები, ასევე შემოქმედებითი და საგამოფენო პროგრამები.
„ჭიათურობა 2025“ ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიებით და გალა-კონცერტით დასრულდება. მაყურებლის წინაშე მუსიკალური ჯგუფი „ურსა“ წარსდგება.