წყალი ყველა სოფელს
როდესაც პირველად შევხვდი ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ითხვისში მცხოვრებ მოსახლეობას და პრობლემებს ვეცნობოდი, მათ პრიორიტეტად სოფლისთვის სასმელი წყლის მიწოდება დაასახელეს. საუბარში აღნიშნეს, რომ 25 წელია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და მეზობელი სოფლიდან, სვერიდან მიაქვთ. მაშინ დავპირდი მოსახლეობას, რომ მათ წყალი აუცილებლად ექნებოდათ. 2 კვირის შემდეგ მე მათთან ერთად მოვუშვი ონკანი და ჩატარებული სამუშაოების შედეგად პირველ ეტაპზე სასმელი წყლით 100–ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. მეორე ეტაპზე კი სათავე–ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდება და საერთო ჯამში სასმელი წყალი სოფლების: ითხვისის, კალაურისა და შუქრუთის 600–მდე კომლს 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. მსგავსი პრობლემა იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძევრშიც. საკითხი იქაც მოგვარებულია და მოსახლეობა სასმელი წყლით უკვე სარგებლობს. პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ იმერეთის რეგიონის ყველა სოფელში სასმელი წყლის პრობლემა აღმოიფხვრას.