დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც, ტრადიციულად, შეუერთდა
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც, ტრადიციულად, შეუერთდა და განათლების,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ღონისძიება #ჩვენვაკავშირებთ მოაწყო.
მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ხათუნა ცერცვაძესთან ერთად ,მუნიციპალიტეტში მცხოვრებ „მზის შვილებს“ უმასპინძლა და მათ საჩუქრები გადასცა. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ნაჩვენები იქნა საინფორმაციო რგოლი.
„საზოგადოებაში ამ ბავშვების ინტეგრაციის მიზნით ჩვენი ხელშეწყობა და თანადგომა მნიშვნელოვანია. ძალიან გვინდოდა მათთვის ერთი დღე გაგველამაზებინა და მომავალში კიდევ უფრო ბევრ ნათელ დღეს ვაჩუქებთ“ -აღნიშნა გივი მოდებაძემ.
ჩვენ მეგობრების ქრომოსომებს არ ვითვლით.