დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხული მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით ჭიათურის კულტურის ცენტრის კულტურული მემკვიდრეობის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით პროექტი- ,,წმინდა კეთილმსახური მეფე დავითი“ განხორციელდა,რომელშიც მონაწილეობა ითხვისის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სამხატვრო სკოლა ,,ნიკალას“ მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. მონაწილე პედაგოგს და ბავშვებს დიპლომები და დავით აღმაშენებლის ხატები გადაეცათ.