ცხელი ხაზი:252731

დღეს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ჭიათურაში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში, საღმრთო ლიტურგია ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა

13 დეკემბერი, 2025

დღეს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ჭიათურაში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში, საღმრთო ლიტურგია ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

სადღესასწაულო წირვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჭიათურაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის საძირკველი 2010 წელს აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ,ტაძრის კურთხევა კი 2023 წლის 13 დეკემბერს შესრულდა.

გააზიარე