დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის 19 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო
საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე, ჭიათურის გაერთიანებული საბავშვო ბაღების დირექტორთან მაკა წერეთელთან ერთად გაეცნენ და აღსაზრდელებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება მიულოცეს.
ბაღებში დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.
მიმდინარე სასწავლო წელს სკოლამდელი აღზრდის სექტორში 1500 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 9 ბაღში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და სასწავლო პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება. ასევე, მალე დასრულდება კოსტავას ქუჩაზე,ტყემლოვანასა და პერევისაში მიმდინარე ბაღების მშენებლობა. წლის ბოლოს კი, სკოლამდელი აღზრდის ახალი კერა ქვაციხესა და ითხვისს დაემატება.