დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მე-12 კლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა
დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მე-12 კლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა.
მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველ მოადგილე დავით წერეთელთან ერთად მეორე საჯარო სკოლას ეწვია , სადაც 2024-2025 წლის კურსდამთავრებულები გააცილეს.
სკოლის პედაგოგებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებული,ბედნიერი და შინაარსიანი მომავალი უსურვეს.
მოსწავლეები ორიგინალური ღონისძიებით დაემშვიდობენ მშობლიურ კედლებს.გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები სასკოლო ცხოვრებიდან და პედაგაოგებს გაწეული ღვაწლისა და ამიგისათვის მადლობა გადაუხადეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს 325 მეთორმეტეკლასელი გამოემშვიდობა სკოლას.