ღია ბარათები ქალაქ ჭიათურის შესახებ
28 ივნისს თბილისში,მწერალთა სახლში პროექტის "ღია ბარათები ქალაქ ჭიათურის შესახებ" პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ჭითურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით განხორციელდა.
ბარათების მომზადებისა და მისი გამოცემის მიზნის შესახებ, რაც ჭიათურის პოპულარიზაციას, მადნის მნიშვნელობისა და ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას ითვალისწინებს, მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია პატარიძემ ისაუბრა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,"ჯორჯიან მანგანეზის" გაკოტრების მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი,ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე,კულტურის ცენტრის კულტურული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინგა მაჭარაშვილი, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი.
ბარათები გადმოსცემს ჭიათურის დაარსების ისტორიას, კერძოდ, ქალაქის განვითარების ეტაპებს მეცხრამეტე- მეოცე საუკენის დასაწყისში. აერთიანებს დოკუმენტებს, მასალებს კონკრეტულ ადამიანებზე, მწერლებზე, მეცნიერებზე, რომლებიც ქმნიდნენ ქალაქის ისტორიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჭიათურის კულტურულ- საგანმანათლებლო და სამრეწველო მიმართულების განვითარებაში.