ცხელი ხაზი:252731

,,ღია შეხვედრები"-ს ფარგლებში ჭიათურაში მორიგი შეხვედრა გაიმართა

11 ნოემბერი, 2019

 ჭიათურის მუნიციპალიტეტში პროექტ ,,ღია შეხვედრები"-ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ კახაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფელ ითხვისის, ბჟინევის, ბეგიაურის, კალაურის და სკინდორის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ქვეყნის განვითარების სამთავრობო გეგმა გააცნეს და იმ პრიორიტეტებს გაუსვეს ხაზი, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია

ანალოგიური შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

გააზიარე