გივი მოდებაძე ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად, აფხაზეთში დაღუპული პოეტის, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მერი პროექტის ვიზუალურ მასალებს გაეცნო. გივი მოდებაძემ სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში დასრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება სკვერის ინფრასტრუქტურა - მოეწყობა ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილი, ახალი ბორდიურები, ფანტანი, მცირე სცენა, ფანჩატურები და გარე განათების სისტემა. ასევე, დაირგვება ახალი დეკორატიული მცენარეები, შეიღებება არსებული მოაჯირები და მოპირკეთდება კედელი.
