ცხელი ხაზი:252731

გივი მოდებაძე მერის წარმომადგენლებს შეხვდა

3 ოქტომბერი, 2018

ჭიათურის სოფლებში შიდა საუბნო გზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე წელს 1 700 000 ლარი დაიხარჯება.. ამის შესახებ განცხადება ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,მიმდინარე წელს ჭიათურის სოფლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება. მობეტონდება შიდა საუბნო გზების რთული მონაკვეთები, რაც ადგილობრივებს გადაადგილებას გაუადვილებს“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.მან ასევე წარმომადგენლებს მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მერიაში წარდგენა დაავალა, რათა მომავალი წლისთვის არსებული პრობლემებიდან გამომდინარე პრიორიტეტები გამოიკვეთოს.
 მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას ჭიათურის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სატყეოს თანამშრომლებთან საუბრის მთავარი თემა ტყეკაფების გამოყოფის საკითხი იყო.
,, სოფლებში ტყეკაფების გამოყოფაზე არის პრობლემები და ეს საკითხი კანონის ფარგლებში აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, რათა ერთობლივად მოვაწესრიგოთ ეს მნიშნელოვანი თემა“- აღნიშნა გივი მოდებაძემ.

გააზიარე