გივი მოდებაძემ კულტურის ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ხვთისო გიორგაძე წარუდგინა
დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ კულტურის ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ხვთისო გიორგაძე წარუდგინა.
გივი მოდებაძემ მადლობა გადაუხადა კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორს ირაკლი გიორგაძეს წლების განმავლობაში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის,ისაუბრა უახლოეს პერიოდში, სფეროში გასატარებელი რეფორმების შესახებ და ახალ ხელმღვანელს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე ესწრებოდა.