გივი მოდებაძემ მუნიციპალური სამსახურების საქმიანობის მიმდინარეობა განიხილა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილე დავით წერეთელთან ერთად, კულტურის ცენტრის, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრისა და მერიის ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე განიხილეს თითოეული სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები, სამუშაოების მიმდინარეობა და სამომავლო პრიორიტეტები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას, არსებული საკითხების დროულად გადაწყვეტასა და მოქალაქეების საჭიროებებზე სწრაფ რეაგირებას.
მერმა შესაბამის პირებს კონკრეტული დავალებები მისცა და მათი შესრულების ვადებსა და ხარისხზე ყურადღება გაამახვილა.
