გივი მოდებაძემ ოთხ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს პირველადი საჭიროების სურსათი და ჰიგიენის ნივთები პირადად გადასცა
დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ოთხ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს პირველადი საჭიროების სურსათი და ჰიგიენის ნივთები პირადად გადასცა.
აღნიშნული აქცია მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის ჭიათურის ფილიალის ორგანიზებით გაიმართა
დახმარების გაცემა გაგრძელდება და მას ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 100 ოჯახი მიიღებს.