გივი მოდებაძემ ყველაზე ხანდაზმული წყვილი მოინახულა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე იმერეთში ყველაზე ხანდაზმულ ოჯახს, სოფელ მანდაეთში მცხოვრებ ნოე მუმლაძესა და მარო ციცვივიძე-მუმლაძეს ესტუმრა და 99 წლის დიასახლისს დედის დღე მიულოცა.
გივი მოდებაძე დაინტერესდა ყველაზე ხანდაზმული ოჯახის განვლილი წლებით,დღევანდელი მდგომარეობით და მათ საჭიროების შემთხვევაში გვერდში დგომას დაჰპირდა.
74 წელია,რაც 100 წელს მიღწეული ცოლ-ქმარი ერთად ეწევიან თანაცხოვრებას, ჰყავთ 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი.