ცხელი ხაზი:252731

გივი მოდებაძემ სოფელ ხრეითში საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

7 თებერვალი, 2019

ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ სოფელ ხრეითში საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები მერიის სამსახურის უფროსებთან და საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ჭიათურის მერი სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნო. 
სოფელ ხრეითში საავტომობილო გზის 2.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტების წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს კომპანია ,,საპოვნელა +“ ასრულებს. 
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ჭიათურის მერთან საუბრისას განაცხადა, 8 თებერვლისთვის წინა მოსამზადებელ სამუშაოები დასრულდება და ასფალტის მოწყობა დაიწყება.
ხრეითის საავტომობილო გზის მოასფალტებითი სამუშაოების სატენდერო ღირებულება 888 873 ლარს შეადგენს.

 

გააზიარე