ღონისძიება ,,ჩვენ ერთად შევიცნოთ ჩვენი ქალაქი"
კაცხის საჯარო სკოლაში ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის კულტურული მემკვიდრეობის განვითარების დეპარტამენტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება- „ჩვენ ერთად შევიცნოთ ჩვენი ქალაქი” ჩატარდა,რომელსაც ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ხათუნა ცერცვაძესთან ერთად დაესწრო.
პროექტის ფარგლებში, კაცხისა და ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი სოფლების ღირშესანიშნაობებზე ისაუბრეს და სლაიდ-შოუ წარმოადგინეს.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა მოკლე ექკურსი გააკეთეს ჭიათურაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ.
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, ღონისძიებაში ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ,რომლებმაც თავიანთი უნარ ჩვევების დემონსტრირება პედაგოგების დახმარებით ადგილზევე მოახდინეს და ლამაზი ნაკეთობები შესთავაზეს სტუმრებს.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა საინტერესო საგანმანათლებლო პროექტისათვის და მონაწილეებს სპეციალური დიპლომები გადასცა.