ცხელი ხაზი:252731

კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება

23 იანვარი, 2019

კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება.
ისტორიული ძეგლის მისასვლელთან შიდა ეზოს მოწესრიგება, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და პარკინგის მოწყობა იგეგმება.
აღნიშნული საკითხის შესახებ კაცხის სვეტთან , დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ, ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტთან,მეუფე დანიელთან და ადგილობრივ სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს. 
ამჟამად კაცხის სვეტთან სასულიერო პირთა საცხოვრებელი კელიების მოწყობა მიმდინარეობს.

    

გააზიარე