ცხელი ხაზი:252731

კორპუსების რეაბილიტაცია დასრულდა

14 მარტი, 2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტში გიორგაძის ქუჩასა და საჩხერის გზატკეცილზე მდებარე კორპუსების რეაბილიტაცია დასრულდა. 
დასრულებული სამუშაოები გუშინ იმერეთის მხარის წრმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში,გარემონტდა გიორგაძის ქუჩის -8,ხოლო საჩხერის გზატკეცილის 6 კორპუსი.
აღნიშნული კორპუსების ფასადებს, აშენებიდან დღემდე , სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია.შესაბამისად, გაილესა შენობები, შეიღება ფასადები, მოეწყო აივნები და აღდგა კარნიზები. 
სამუშაოები შპს „რებილდმა“ და შპს „ერკერმა“შეასრულეს.
სარეაბილიტაციო სამუშაობზე მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია,რომ მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც შეხვდნენ,მოისმინეს მათი პრობლემები და გამოსწორების გზებზე იმსჯელეს.

     

გააზიარე