კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჭიათურაში მუსიკალური საღამო გაიმართა
კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჭიათურაში მუსიკალური საღამო გაიმართა.
პროექტ „საზაფხულო კონცერტები რეგიონებში“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ტატო გოდერძიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, მარიკო ებრალიძე, მირზა მოდებაძე, ნათია დევდარიანი, თათია დევდარიანი, თბილისური კვარტეტი, ზუკა ხუციშვილი და ბენდი, ასევე გიგა პაპასკირი წარდგნენ.
მუსიკალურ საღამოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

