ცხელი ხაზი:252731

ქვედა ითხვისისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

25 დეკემბერი, 2018

 ავარიონი-საფარისა და ქვედა ითხვისისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის მიხედვით აღნიშნული მიმართულებით ასფალტო-ბეტონის საფარი საავტომობილო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყო.
ე.წ „ცოფის“ გადასასვლელი ხიდიდან წყარომდე მისასვლელ, ავარიონი-საფარისა და ქვედა ითხვისის დასახლებასთან დამაკავშირებელ გზაზე დასრულებული სამუშაოები დღეს ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ სამსახურის უფროსებთან, მშენებელი კომპანიისა და ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
გზა, რომლის მობეტონებაც მოხდა სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ერკერმა“ შეასრულა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 300 000 ლარი შეადგინა.

  

გააზიარე