მანდაეთი-ტყემლოვანას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
ჭიათურაში, მანდაერთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი გარდამავალია და მიმდინარე წელს გათვალისწინებულია გზის 1100 მეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება.
სოფელ ტყემლოვანაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მანდაეთი-ტყემლოვანას დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოებს კომპანია ,,ბიემსი“ აწარმოებს.
პროექტის ღირებულება 380 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 30 დეკემბერი.