ცხელი ხაზი:252731

„მარდალეიშვილის კლინიკის“ონკოლოგებმა ჭიათურაში უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაატარეს

10 ივნისი, 2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „მარდალეიშვილის კლინიკის“ონკოლოგებმა ჭიათურაში უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაატარეს.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, მიეღო გინეკოლოგის, მამოლოგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, უროლოგის კონსულტაციები, ჩატარდა ექოსკოპიური და ენდოსკოპიური კვლევები.
ღონისძიება,რომლის მიზანი მოსახლეობისთვის ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირებისა და დროული მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ,ჯეო -ჰოსპიტალსის" პოლიკლინიკაში ჩატარდა.

 

გააზიარე