ცხელი ხაზი:252731

მარიკა ბარათაშვილის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

10 დეკემბერი, 2018

 აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის სახელმწიფო -პროფესიულ თეატრში პოეტ მარიკა ბარათაშვილის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია- „ქალი ლეგენდა“ გაიმართა.
თეატრალიზირებულ კომპოზიციაში პოეტის მშობლიური სოფლის- ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიკა ბარათაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება გააცოცხლეს. პოეტმა დარეჯან ხვედელიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჯაფარიძემ, ჭიათურის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ტყემელაძემ, ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ასანიძემ, პოეტის შვილიშვილმა ლანა ყურაშვილმა და სხვებმა ქალბატონ მარიკას ცხოვრების ეპიზოდები გაიხსენეს. იაპონიის საელჩოს წარმომადგენელმა,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მარი ბუღაძემ, მის მიერ იაპონურ ენაზე თნათარგმნი „საპოვნელა“ წაიკითხა.
ღონისძიებას, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შედგა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე და პარლამენტის წევრი სულხან მახათაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმენ,ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და პოეტი ქალბატონის ღვაწლზე ისაუბრეს.
 "ჩვენ მოვალშიც გავიხსენებთ ჩვენს სახელოვან თანამემამულეებს ,თანაქალაქელებს, რადგანაც ახალგაზრდები უნდა იცნობდნენ გამოჩენილ და წარმატებულ ადამიანებს, იცნობდნენ მათ ბიოგრაფიას და ღვაწლს. სასიხარულოა,რომ დღეს სწორედ მოსწავლეებმა უკვდავყეს ლეგენდარული პოეტის სახელი და სცენაზე გააცოცხლეს მისი შემოქმედება".-განაცხადა ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ და აღნიშნა,რომ ჭიათურის ერთ-ერთ ქუჩას მარიკა ბარათაშვილის სახელი მიენიჭება.აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის სახელმწიფო -პროფესიულ თეატრში პოეტ მარიკა ბარათაშვილის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია- „ქალი ლეგენდა“ გაიმართა.
თეატრალიზირებულ კომპოზიციაში პოეტის მშობლიური სოფლის- ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიკა ბარათაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება გააცოცხლეს. პოეტმა დარეჯან ხვედელიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჯაფარიძემ, ჭიათურის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ტყემელაძემ, ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ასანიძემ, პოეტის შვილიშვილმა ლანა ყურაშვილმა და სხვებმა ქალბატონ მარიკას ცხოვრების ეპიზოდები გაიხსენეს. იაპონიის საელჩოს წარმომადგენელმა,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მარი ბუღაძემ, მის მიერ იაპონურ ენაზე თნათარგმნი „საპოვნელა“ წაიკითხა.
ღონისძიებას, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შედგა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე და პარლამენტის წევრი სულხან მახათაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმენ,ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და პოეტი ქალბატონის ღვაწლზე ისაუბრეს.
 "ჩვენ მოვალშიც გავიხსენებთ ჩვენს სახელოვან თანამემამულეებს ,თანაქალაქელებს, რადგანაც ახალგაზრდები უნდა იცნობდნენ გამოჩენილ და წარმატებულ ადამიანებს, იცნობდნენ მათ ბიოგრაფიას და ღვაწლს. სასიხარულოა,რომ დღეს სწორედ მოსწავლეებმა უკვდავყეს ლეგენდარული პოეტის სახელი და სცენაზე გააცოცხლეს მისი შემოქმედება".-განაცხადა ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ და აღნიშნა,რომ ჭიათურის ერთ-ერთ ქუჩას მარიკა ბარათაშვილის სახელი მიენიჭება.

   

გააზიარე