მეორე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან, მოადგილე დავით ბიწაძესთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ირინა პაპიძესთან, მეორე საჯარო სკოლის დირექტორ ცირა ბრეგვაძესთან და ღვაწლმოსილ პედაგოგ ნანული წერეთელთან ერთად, ჭიათურის მეორე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, 800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად განახლდება და აღიჭურვება. მოეწყობა საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კვების ობოექტი,დამონტაჟდება გათბობის სისტემა, განახლდება სველი წერტილები.
საგანმანათლებლო სივრცე სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის. კეთილმოეწყობა სკოლის ეზო და მოეწყობა სპორტული მოედანი.
სკოლის რეაბილიტაცია 2027 წლის სექტემბერში დამთავრდება.

