ცხელი ხაზი:252731

მერის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

19 ივნისი, 2019

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართვეობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტრენინგი „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“ ჩაატარა.
შეხვედრა მერიის სხდომათა დარბაზში ჩატარდა და მას ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგზე, რომელიც ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში მიმდინარეობს, თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების ე.წ. CLLD მოდელის დანერგვის შესახებ იმსჯელეს და თვითმმართველობის სამართლებრივი საფუძვლების, სამოქალაქო ბიუჯეტირების, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და თემის მობილიზაციის საკითხები განიხილეს.
N4ED-ის ფარგლებში ტრენინგების ჩატარება საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულშია დაგეგმილი.

 

გააზიარე