ცხელი ხაზი:252731

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ჭიათურაში

15 ნოემბერი, 2024

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა, მოადგილე დავით ბიწაძემ , მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი პიონერთა სასახლის ტერიტორიაზე ჩამოშლილი ფერდის გამაგრების და დამცავი საყრდენი კედლის მოწყობით სამუშაოებს გაეცნენ.

პროექტი,რომლის ღირებულება 1650900 ლარს შეადგენს, გარდამავალია და 2025 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

გარდა ამისა, გივი მოდებაძემ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცურაო აუზის, ერისთავის ქუჩაზე საყრდენი კედლის და იაშვილი-ჭავჭავაძის ქუჩაზე ხიდის მშენებლობა დაათვალიერა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პროექტით გათვალისწინებულია 2 აუზის მშენებლობა, ასევე -ადმინისტრაციული შენობის, პარკინგის, ბილიკების მოწყობა, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების და ძელსკამების დამონტაჟება.

რკინიგზის სადგურის მიმდებარედ კი- საფეხმავლო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც დააკავშირებს იაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ლითონის კონსტრუქცია მინის გადახურვითა და მინისვე მოაჯირებით, დამონტაჟდება დეკორატიული სანათები.

 

გააზიარე