ცხელი ხაზი:252731

მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ჭიათურის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აგრძელებს

20 იანვარი, 2021

მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ჭიათურის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აგრძელებს.

ამ მიზნით, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის მოადგილემ დავით ბიწაძემ სამსახურებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და მიმდინარე წელს ჭიათურის სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.

2021 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტმა სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების გადასაჭრელად 26 ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,მიმდინარე წელს პრიორიტეტი მიენიჭება წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას და გარე განათების ქსელის მოწყობას.

,,ჭიათურის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრძელებს მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, მკვეთრად შევამციროთ პირველი რიგის ის პრობლემები, რომლებიც ამ ეტაპზე მოსახლეობას აწუხებს. გასული წლის მსგავსად, წელსაც პრიორიტეტულია წყლის სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების ქსელის მოწყობა" განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

გააზიარე