ცხელი ხაზი:252731

ნაგუთის დასახლებაში, წმინდა გერმანეს ქუჩაზე, სკვერის კეთილმოწყობითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

2 აგვისტო, 2024

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, აღნიშნული სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილესთან -დავით წერეთელთან და ინფრასტუქტურის სამსახურის უფროს მერაბ ჯაოშვილთან ერთად დაათვალიერა.

პროექტით გათვალისწინებულია ტერიტორიის შემოღობვა,კასკადური შადრევანის აღდგენა, ფანჩატურის მოწყობა.საპროექტო ტერიტორიაზე ასეევე იგეგმება დიდი ზომის საჭადრაკო დაფის მოწყობა გრანიტის ქვიდან და ზედ მინაბოჭკოვანი პოლიმერიდან ჭადრაკის ფიგურების განთავსება. მასალის სიმსუბუქე და გამძლეობა საშუალებას იძლევა აღნიშნული ფიგურები გადაადგილონ მცირე ასაკის მქონე ადამიანებმაც.

სკვერის ღირებულება 457 976 ლარს შეადგენს.

გააზიარე