ცხელი ხაზი:252731

სამუშაო შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში

16 ნოემბერი, 2021

დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, სიპ(ებ)ისა და აიპ(ებ)ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

როგორც შ.პ.ს. ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ჭიათურის სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, გაზიფიცირების სამუშაოები დამთავრდა სოფელ წასრში, მერევსა და გუნდაეთში კი ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ჭიათურაში ამჟამად არა ერთი საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად გაალამაზებს და ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეს ჭიათურას საფრანგეთიდან სპეციალისტთა ჯგუფი ესტუმრება, რომლებიც საბაგიროების ტექნიკური უსაფრთხოების გეგმიურ მონიტორინგს განახორციელებენ.

გააზიარე