ცხელი ხაზი:252731

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ღონისძიება- „თაობიდან თაობამდე“ ჩატარდა

17 ივნისი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ღონისძიებას- „თაობიდან თაობამდე“ დაესწრნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები და შემსრულებლები სხვადასხვა რეგიონიდან.

საღამოზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჭიათურელი შემოქმედები - სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჩანგი“, კვარტეტი „ჭიათურა“ და მარიამ მოდებაძე, დავით პაპიძე და ანი შერგილაშვილი.

ღონისძიების ფინალში სცენა დაეთმო გამოჩენილ მეცნიერს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ჭიათურის საპატიო მოქალაქეს, 103 წლის ელენე აბაშიძეს, რომელიც მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და შეასრულა ჭიათურელი პოეტი ქალის, მარიკა ბარათაშვილის სიმღერა „საპოვნელა“.

საღამო ნატო ტყემალაძე-დავითულიანის და ნუცა ჯანელიძის ორგანიზებით გაიმართა. პროექტის მიზანია ქართული ტრადიციული ხელოვნების წარმოჩენა და თაობებისთვის გადაცემა.

გააზიარე