ცხელი ხაზი:252731

პირველი ივნისი ჭიათურაში

7 ივნისი, 2024
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის კულტურის ცენტრში, სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.
მოწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;საჭადრაკო ტურნირი.
მრავალპროფილიანმა თავისუფალმა თეატრმა თოჯინური სპექტაკლი „სიბრძნით თუ სიცრუით“ წარმოადგინა. სპექტაკლზე მე- 12 საჯარო, სპექტაკლზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეები გახლდნენ მოწვეულნი.
კულტურის ცენტრის დარბაზში ადგილობრივი საბავშვო სტუდიების კონცერტი ჩატარდა. გაიმართა გასართობი შოუ პროგრამა პატარებისთვის, ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით; საპნის ბუშტების შოუ; თაბაშირის ფიგურების გაფერადება; გრძელი ბუშტების მასტერკლასი; საჯარო სკოლების ფლეშმობი .
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ დღესასწაულზე მისულ ბავშვებს ტკბილეული დაურიგა.
ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,მერის მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
გააზიარე