ცხელი ხაზი:252731

 პროექტ ,,GRETA" -ას ფარგლებში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა

8 ივლისი, 2020

გაცნობებთ, რომ პროექტ GRETA-ს ფარგლებში ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, სამთო ტურიზმის სექტორში, საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა. მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ (ან საქმიანობის ძირითადი ნაწილის - 75% სამიზნე მუნიციპალიტეტებისთვის გამიზნულ) კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პიროვნებებს.

ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს. ყველა დაგეგმილი აქტივობები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

განაცხადის პირველადი სააპლიკაციო (ინტერესის გამოხატვის) ფორმა განთავსებულია ონლაინ ბმულზე https://docs.google.com/…/1FAIpQLSfFTJbpeldtARJeL…/viewform… დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე https://www.jobs.ge/ge/…

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 03.08.2020 (18:00სთ თბილისის დროით). განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე, სრულად შევსებული განაცხადის ფორმა. 

 

გააზიარე