ცხელი ხაზი:252731

პროექტის ,,განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში პროექტების ნაწილი დასრულდა

3 თებერვალი, 2022

საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიციარებული პროექტის ,,განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში პროექტების ნაწილი დასრულდა, რამდენიმე პროექტი კი დამამთავრებელ ფაზაშია.

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილეებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული საამუშაოები დაათვალიერა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პროექტების შესრულებას გაეცნენ და კონტრაქტორებისგან ინფორმაცია მოისმინეს სამუშაოების განხორციელების შესახებ.

კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დასრულდა სკეიტბორდის მოედნის მოწყობა, სკვერისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის სამშენებლო სამუშაობი დასასრულს უახლოვდება. დამთავრების პროცესშია ასევე გამარჯვების პარკისა და ქორწინების სახლის ფასადის რეაბილიტაცია. რაც შეეხება 9 აპრილის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადის რეაბილიტაციას, აქ სამუშაოების 90%-ზე მეტი უკვე შესრულებულია.

“განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში 9 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

 

გააზიარე