ცხელი ხაზი:252731

ყველის ფესტივალი გურჯაანში

29 ოქტომბერი, 2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტმა გურჯაანში ქართული ყველისა და კულინარიის ტრადიციულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ქართული ყველისა და კულინარიის ტრადიციულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალს ამჯერად გურჯაანმა უმასპინძლა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი სახეობის როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ქართული ყველი და ყველისგან წარმოებული პროდუქტი, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ნუგბარი და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.

ჭიათურის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების ორგანიზებით ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია ჭიათურელმა ფერმერებმა წარმოადგინეს.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო.

გააზიარე