საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა
საბჭოთა ოკუპაციის 105 წლისთავთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „ოკუპაციის დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობისა და ერთიანობის სიმბოლოა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს და ვიხსენებთ მათ ღვაწლს, რათა მომავალმა თაობებმა ღირსეულად გააგრძელონ მათი გზა და დაიცვან ქვეყნის დამოუკიდებლობა,“ –განაცხადა ჭიათურის მერმა. საბჭოთა ოკუპაციის 105 წლისთავთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

