ცხელი ხაზი:252731

საცურაო აუზს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა

7 დეკემბერი, 2018

   ჭიათურის 27-ე სპორტულ სკოლასთან არსებულ საცურაო აუზს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. დასრულებული სამუშაოები დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ,ხათუნა ცერცვაძესთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან,ზურაბ ცარციძესთან ერთად დაათვალიერა. აღსანიშნავია,რომ აუზს,სადაც რამდენიმე თვის წინათ დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, მილ-გაყვანილობა, მთლიანად გამოიცვალა საქვაბის მოწყობილობა, ბოილერები და ფილტრები, ექსპლოატაციაში შესვლის დღიდან რემონტი არ ჩატარებია.

„სრულფასოვანი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ყველამ უნდა ვიზრუნოთ.შესაბამისად, ჭიათურის მერია ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ყოველმხრივ შეუწყობს ხელს“-განაცხადა გივი მოდებაძემ,რომელიც ასევე სპორტულ სკოლასთან არსებულ მოცურავეთა ჯგუფის წევრებს შეხვდა.გაეცნო არსებულ პრობლემებს,მოისმინა მათი თხოვნა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და მოსწავლეებს მათ გადაჭრას დაპირდა.

   

გააზიარე