ცხელი ხაზი:252731

საერთშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ჭიათურაში მძლეოსნური გარბენი გაიმართა

24 ივნისი, 2020

საერთშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე მძლეოსნური გარბენი გაიმართა.

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გარბენში საზოგადოების წარმომადგენლები, სპორტსმენები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გივი მოდებაძემ სპორტსმენებს ოლიმპიური დღე მიულოცა და საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება 27-სპორტული სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

გააზიარე