ცხელი ხაზი:252731

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა ჭიათურის ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლას საფეხბურთო ინვენტარი გადასცა

27 თებერვალი, 2026

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა ჭიათურის ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლას საფეხბურთო ინვენტარი გადასცა.

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალგაზრდების ვარჯიშისა და წარმატებისთვის უკეთესი პირობების შექმნას.

გააზიარე