ცხელი ხაზი:252731

სამუშაო თათბირი

7 ოქტომბერი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე უახლოეს პერიოდში ჩასატარებელი ღონისძიებები განიხილა.

საუბრისას გივი მოდებაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი დაგეგმილ ვადებში განხორციელდეს.

შეხვედრაზე განიხილეს ტრადიციული დღესასწაულის - „ჭიათურობა 2025“-ის საორგანიზაციო საკითხები. ღონისძიება, რომელიც სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობას მოიცავს, 26 ოქტომბერს გაიმართება.

მუნიციპალიტეტის მერმა ასევე ისაუბრა არჩევნების შედეგებზე და გამოცხადებული ნდობისთვის ჭიათურის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

„ეს ნდობა თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს და თითოეულ მოქალაქეს,“ -განაცხადა გივი მოდებაძემ.

გააზიარე