საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამი პროექტი ხორციელდება
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამი პროექტი ხორციელდება.
მოცემულ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს:
ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და სკვერის მოწყობა,
გედების ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
კაცხის სვეტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
მიმდინარე პროექტებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის უფროსებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.