ცხელი ხაზი:252731

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024

29 მარტი, 2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექს ,,მაღაროელის,, საკალათბურთო დარბაზმა ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024,, იმერეთის რეგიონულ პირველობას მაგიდის ჩოგბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის უმასპინძლა.
შეჯიბრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან დავით გორდელაძესთან ერთად გახსნა.
,,ახალგაზრდების სპორტულ პროექტებში ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების ჩვევების ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტში მეტი სპორტული სივრცის კეთილმოწყობა, რათა მოზარდები უფრო მეტად დაკავდნენ სპორტით,, - განაცხადა გივი მოდებაძემ.
რეგიონული ტური დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. გოგონებსა და ვაჟებს შორის გამარჯვებული ზესტაფონის გუნდები და ასევე საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ჭიათურის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძე, მერის მოადგილემ დავით ბიწაძემ და პროექტის ორგანიზატორებმა თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. გამარჯვებული სკოლების გუნდები, შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში.
იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ ჭიათურის მერს სამახსოვროდ პარიზის 33-ე ოლიმპიური თამაშებისთვის სპეციალურად გამოშვებული სუვენირი გადასცა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სპორტულ სახეობებში ტარდება. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
აღსანიშნავია,რომ იმერეთის სასკოლო ოლიმპიადა 2024" სლოგანია საქართველო ნარკოტიკის გარეშე"
გააზიარე