ცხელი ხაზი:252731

სახალხო დღესასწაული „თემობა 2025“

29 სექტემბერი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე სახალხო დღესასწაულს „თემობა 2025“-ს დაესწრო.

დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები სოფელ ტყემლოვანაში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შეჯიბრი დოღში, ჭიდაობასა და სოფლებს შორის ბაგირის გადაწევაში. გივი მოდებაძემ და მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა შეჯიბრში გამარჯვებულებს საპატიო სიგელები და პრიზები გადასცეს. საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები და კულინარიული პროდუქტები. სტუმრების წინაშე წარსდგნენ კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლები, კვარტეტი „ჭიათურა“, ასევე მომღერლები ზურაბ კობეშავიძე და მაკა ქაჯაია.

ჭიათურის მერს „თემობა 2025"-ის ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიგელი გადაეცა.

„თემობა 2025“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.

გააზიარე